ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები ოფიციალურად დაიწყო

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები ოფიციალურად დაიწყო.

ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ცერემონიას პრემიერი კვირიკაშვილი მთავრობის წარმომადგენლებთან და ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებელთან ერთად ესწრება.

პროექტი, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იქნება, ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს.

ანაკლიაში პირველი გემის მიღებას ორ წელიწადში გეგმავენ, მშენებლობის პირველი ფაზა, რომლის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონი დოლარია, 2020 წლის ბოლოს დასრულდება.

პროექტი სულ 9 ფაზად განვითარდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი ორ ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი