ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების გეგმა

15:01, 19.07.2026

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების გეგმა და მისი წარმატება – ეს ის საკითხები იყო, რომლებზეც სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში მყოფმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. თამარ იოსელიანმა გენგეგმის განახლებაზე დისკუსიები გამართა და აღნიშნა, რომ ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორია ეფექტიანად უნდა იქნეს ათვისებული და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთანაც. მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების გენერალური გეგმის ალტერნატივები, შემდგომი ნაბიჯები, პოტენციური ინფორმაციული დანაკლისის იდენტიფიცირება და ძირითადი რისკების შეფასება. თამარ იოსელიანი ეწვია როტერდამის საზღვაო ნავსადგურსაც, რომელიც „ლენდ-ლორდის“ მოდელით ფუნქციონირებს.

მსგავსი