ანა წითლიძის განცხადება
სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე. მან დღეს პროკურატურასთან განცხადება გააკეთა, სადაც მიტანილი ჰქონდა სხვადასხვა პლაკატები – ფოტოსურათები ბარბარე რაფალიანცის, ლაზარე ჯორბენაძის, თამარ ბაჩალიაშვილისა და თემირლან მაჩალიკაშვილის. წითლიძე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს აკისრებს. აღნიშნულ განცხადებას სპეკულაციას უწოდებენ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მწამებლური სისტემა ჰქონდა შექმნილი“.