ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გვიან ღამემდე გაგრძელდა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის დაკითხვა. 19 სექტემბერს ბარამიას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებს მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ანა წითლიძემ საგამოძიებო უწყებას ასევე წარუდგინა ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და ანა წითლიძე მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ასევე აცხადებენ, რომ 126-ე, ძალადობის მუხლით დაწყებულ გამოძიებას, სხვა მუხლებიც უნდა დაემატოს, მათ შორის 325-ე მუხლი, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.