ანა წითლიძის ბრალდებები ნიკა გვარამიას მისამართით

15:03, 06.09.2026

ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ნიკა გვარამიას ანა წითლიძე უპირისპირდება. წითლიძემ ერთ-ერთ პოდკასტში ღიად ისაუბრა 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მარცხის მიზეზებზე და მთავარ დამნაშავე ფიგურანტად სწორედ პარტია „ახლების“ ლიდერი, ნიკა გვარამია დაასახელა, რომელმაც წითლიძის თქმით, საკუთარი ამბიციების გამო, ოპოზიციური ერთობა ჩაშალა და ის არჩევნებზე არა მმართველი გუნდის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ქმედებაში დაადანაშაულა.

ანა წითლიძის განცხადებით, ყოფილი თანაგუნდელი საარჩევნოდ თავის ელექტორატს ვერ მოიზიდავდა, რადგან ის ყოველთვის ნაციონალი იყო. პოდკასტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე ისაუბრა ზურა გირჩი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის გარიგებებზეც, რამაც მისივე განცხადებით, ოპოზიცია საბოლოოდ დაასუსტა. წითლიძის განცხადებებს მმართველ გუნდში ეხმიანებიან.

 

 

მსგავსი