ანა ნაცვლიშვილის განცხადება

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გამოეხმაურა.  მისი თქმით, ახლა სამუშაოებს კომპანია „ბაგინეთ პლიუსი“ ახორციელებს,  თუმცა, ამ კომპანიაში თანამშრომელები ძველი კომპანიიდან გადმოიყვანეს, ამიტომ მონასტერს მაინც საფრთხე ემუქრება. ნაცვლიშვილი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს და პასუხებს ითხოვს, თუ რა კრიტერიუმით შეირჩა აღნიშნული კომპანია და  რამდენად  არის გარანტია, რომ სამუშაოები ხარისხიანად შესრულდება. „ლელოს“ ლიდერის განცხადებას ეხმაურებიან კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში და აცხადებენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და ახალ კომპანიაში არცერთი ძველი თანამშრომელი არ მუშაობს, სააგენტო კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამუშაოები სწრაფად და ხარისხიანად შესრულდეს.