ანა ფოტიგას განცხადება

ძალიან რთულია, იყო სანდო და კონსტრუქციული ოპოზიცია, როდესაც შენ პარლამენტის გარეთ ხარ, – ეს განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, პირადად არაერთხელ მიმართა ორივე მხარეს, რომ მიეღწიათ კონსენსუსისთვის. ფოტიგას თქმით, ის შეშფოთებულია პარლამენტის ბოიკოტის შესაძლებლობით, რადგან თვლის, რომ საკანონმდებლო ორგანო მნიშვნელოვანი პლატფორმაა პლურალიზმისთვის. პოლონელი ევროდეპუტატის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანია იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ის ასევე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება.