ანა დოლიძის შეკითხვები პრემიერ-მინისტრს

41 კითხვა პრემიერს.

ანა დოლიძემ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტთან აქცია გამართა და 41 კითხვა დასვა, რომელიც მისი თქმით ხალხს აინტერესებს. კითხვებს შორისაა როგორ დაიხარჯება „კოვიდ 19“-ის დროს შექმნილი ფონდის თანხები, რით იყო განპირობებული 3-კაციანი შეზღუდვა, როგორ გადაიხდის ხალხი 3000 ლარიან ჯარიმას და ა. შ.

ანა დოლიძე თავად შენობაში არ შეუშვეს, თუმცა დაცვის სამსახურმა წერილი დაარეგისტრირა და რეგისტრაციის ნომერი მოძრაობის წევრებს გამოაწოდეს.

დატოვე კომენტარი