ანა დოლიძის განცხადება

„მოძრაობა ხალხისთვის“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა დოლიძე საოლქო-საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესს ბოიკოტს უცხადებს. მისი განცხადებით, გუშინ განხილული 11 საჩივრიდან კომისიამ არცერთი არ დააკმაყოფილა.

როგორც დოლიძე აცხადებს, განსახილველად კიდევ 30 საჩივარია დარჩენილი. ის ხმების დაცვას სამართლებრივი გზით გეგმავს. ანა დოლიძემ განსახილველად დარჩენილი საჩივრები პროტესტის ნიშნად საოლქო კომისიის შენობის წინ დაყარა.