ანა დოლიძის განცხადება

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარეს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანისკენ მოუწოდებს. ანა დოლიძე ითხოვს, რომ კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, აიკრძალოს საარჩევნო კაბინაში მობილური ტელეფონის შეტანა.  აღნიშნული მოთხოვნით დოლიძემ განცხადება საკანონდებლო ორგანოში უკვე ჩააბარა.