ანა დოლიძე პარტიას აფუძნებს

„მოძრაობა ხალხისათვის“ სტატუსს იცვლის და პოლიტიკური სუბიექტი ხდება. ანა დოლიძემ პარტიის დასარეგისტრირებლად საჭირო ხელმოწერების შეგროვება დღეს დაიწყო. ის საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა, მათ სამომავლო ხედვები გააცნო და მსურველებს პარტიაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა. ანა დოლიძე ამბობს, რომ პარტია „ხალხისთვის“ ქვეყანაში არსებულ ორპოლუსიან პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს.

მოამბე

დატოვე კომენტარი