„ამოიღე ხმა“ - აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

ამოიღე ხმა“ – ამ სახელწოდებით კი აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების ალამის“ წევრებმა მოაწყვეს. შეიქმნას უსაფრთხო გარემო ქალებისათვის – ასეთი იყო შეკრებილების მთავარი მესიჯი. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქალებზე ძალადობის ფაქტები გახშირებულია, რაც რიგ შემთხვევაში, ფატალურად მთავრდება. მათივე განმარტებით, პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში, საზოგადოების მხრიდან ძალადობის მსხვერპლთა მიმართ, მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოვლენაა.