ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა

ამნისტირებულ პირთა ჩამონათვალი გაიზრდება. პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს, სავარაუდოდ, 20-მდე მუხლი დაემატება. მათ შორის კი ძირითადად საგადასახადო და ეკონომიკური ტიპის მუხლები და ნარკოდანაშაული იქნება. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული პირობებით ამნისტიის შესახებ პროექტი შეეხოთ არასრულწლოვნებს, ქალებს და სტუდენტებსაც. ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მომზადებულ ინიციატივაზე დეპუტატებს გარკვეული რეკომენდაციები და შეთავაზებები აქვთ. დიმიტრი ხუნდაძე ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა გარკვეული ნაწილის ამნისტირების მომხრეა, რასაც ავტორთა მხრიდან უარი მოჰყვა.