ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცებულია, თუმცა, განხილვები საკანონმდებლო ორგანოში ხმაურის – პარლამენტის წინ კი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პატიმართა ერთი ნაწილის ოჯახის წევრები ამნისტიის ყველა მსჯავრდებულზე გავრცელებას მოითხოვენ. ამნისტირებული მუხლების გაზრდას ითხოვს პარტია „გირჩიც“.
კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტების გარეშე კანონპროექტში ცვლილებას გამორიცხავს მმართველი პარტია, სადაც აცხადებენ, რომ ამნისტიის კანონი პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება ვერ გახდება. პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს, ცნობილია, რომ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს ოპოზციის უმრავლესობა.