ამინდის გაუარესების გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა

ამინდის გაუარესების გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა. ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-ე და 112-ე კილომეტრზე და ასევე ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მოძრაობა შეიზღუდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მცხეთიჯვარი-ზესტაფონის მონაკვეთზე, სადაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.