ამერიკულმა მხარემ უკრაინას საპატრულო კატარღები გადასცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას საზღვაო ძალების გასაძლიერებლად საპატრულო კატარღები გადასცა. „აილენდის“ კლასის ორი საპატრულო კატარღა უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველყოფის პაკეტის ფარგლებში გადაეცა, რასაც ამერიკა 2014 წლიდან ახორციელებს. ამ დროისთვის კატარღებით დატვირთულმა სატვირთო გემმა დარდანელის სრუტე გაიარა და გეზი ოდესისაკენ აქვს აღებული. მსგავსი ტიპის ორი კატარღა უკრაინამ შეერთებული შტატებისგან 2019 წელსაც მიიღოს. მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა მეზღვაურებმა უკვე გაიარეს შესაბამისი წვრთნები ამერიკულ გემებზე მსახურისთვის. მიმდინარე წლის ბოლომდე, უკრაინის საზღვაო ძალები, ამერიკასთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადაცემული „აილენდის“ კლასის ჩქაროსნული კატარღებისგან შემდგარი დივიზიის შექმნას გეგმავენ.