ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, 733.490 დოლარის ღირებულების ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა. აღნიშნული, უწყებებს შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ახალი ლაბორატორია მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობებს. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.