ამერიკული მედია: ჩრდილოეთ კორეის მთავრობა მზადაა, დათმობებზე წავიდეს

ჩრდილოეთ კორეის მთავრობა მზადაა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებზე ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილოს.

როგორც ვაშინგტონ პოსტი და ნიუ იორკ თაიმსი წერენ, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა მზადაა, სერიოზულ დათმობებზე წავიდეს და კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების ზონები შექმნას.

ამერიკული მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შეხვედრაზე იმსჯელებენ, რომელიც მაისში გაიმართება.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ასევე, არ ვრცელდება ზუსტი ინფორმაცია, სად გაიმართება ეს შეხვედრა.