ამერიკული კინოსტუდიების გაფრთხილება

18:32, 29.11.2019

წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები ქართულ ინტერნეტ-გვერდებზე ლიცენზიის გარეშე მათი პროდუქციის არსებობას აპროტესტებენ.

შესაბამისი წერილი მათ  ასოციაცია „ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ“-ს გამოუგზავნეს. საუბარია ისეთ სტუდიებზე როგორიცაა „დისნეი“, „იუნივერსალი“, „სონი“, „პარამაუნტი“ და „ნეტფლიქსი“.  ამერიკული კინოსტუდიები იმედოვნებენ, რომ  ასოციაციის, „ინტერნეტი მეკობრეობის წინააღმდეგ“, აქტიური ჩართულობით, მალე მოხდება ინტერნეტ-პლათფორმებიდან უკანონო კონტენტის აღება. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდიები სანქციების დაწესებას გეგმავენ. წერილს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გამოეხმაურა.

მსგავსი