ამერიკული ფეხბურთის ქუთაისის კლუბის წარმომადგენლები ეროვნულ ჩემპიონატს პროტესტს უცხადებენ

ამერიკული ფეხბურთის ქუთაისის კლუბის წარმომადგენლები ეროვნულ ჩემპიონატს პროტესტს უცხადებენ. “ლომების” წარმომადგენლები დღეს ქუთაისის მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას რეაგირება სთხოვეს. მათ ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია ფინანსების არასწორ განკარგვაში და არასწორ მენეჯმენტში დაადანაშაულეს.