ამერიკული დაზვერვის საიდუმლო მასალების სკანდალი

სადაზვერვო ინფორმაციის ყველაზე მასშტაბური გაჟონვა აშშ-ის ბოლო ათწლეულის ისტორიაში.

მსოფლიო ყურადღების ცენტრშია სოციალურ ქსელებში გავრცელებული დოკუმენტები, რომლებიც უკრაინის ომზე სამხედრო შეფასებებს, მათთვის შეიარაღების გადაცემას და გლობალურ საკითხებზე ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სამუშაო ანგარიშებს, ასევე სხვა ქვეყნებთან დაკავშირებულ რამდენიმე სკანდალურ ინფორმაციას მოიცავს. დოკუმენტების ნაწილი ტექსტური შეტყობინების აპლიკაცია „ტელეგრამზე“ გამოჩნდა, რომელსაც აქტიურად იყენებენ რუსეთში.

სად მიდის მასალების გაჟონვის კვალი – საიდუმლო დოკუმენტების გავრცელების ფაქტზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.