ამერიკული ავიამზიდი კარიბის ზღვაში

21:45, 12.11.2025

მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და უდიდესი ამერიკული ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ კარიბის ზღვაში შევიდა.

რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობის უპრეცედენტო ზრდის მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტი ვენესუელიდან ნარკოტრეფიკთან ბრძოლას ასახელებს. კარიბის ზღვაში ამერიკელი სამხედროების მოქმედებების გამო დიდმა ბრიტანეთმა აშშ-თან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა შეაჩერა. ამერიკის ფლოტი და ავიაცია კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში უკვე რამდენიმე თვეა უტევს იმ მცირე ზომის ხომალდებს, რომლებიც პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ში ნარკოტიკების ტრანსპორტირებაში არიან ჩართულები. დარტყმებს ბევრი უფლებადამცველი აპროტესტებს. თავის მხრივ ვენესუელის ხელისუფლება ნარკომოვაჭრეებთან კავშირებზე ბრალდებებს უარყოფს და ტრამპის ადმინისტრაციას ომის ფაბრიკაციაში ადანაშაულებს. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ვენესუელაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება.

მსგავსი