ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის შეფასება
თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამმართველომ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მაღალი სანდოობის მქონე აკრედიტაციის ორგანოა, რომელიც ლაბორატორიების აკრედიტაციის საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმის სრულუფლებიანი წევრია. ამერიკელმა ექსპერტმა დეტალურად გადაამოწმა შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები და რეალურ გარემოში დააკვირდა ქართველი კრიმინალისტების მუშაობის სრულ პროცესს. აღნიშნული შემოწმება საერთაშორისო სტანდარტის ფარგლებში ჩატარდა. დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი საქმიანობს მაღალ დონეზე.