ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

პოზიტიური თუ კრიტიკის შემცველი გზავნილი, – ქართული პოლიტიკური სპექტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შინაარსზე ვერ თანხმდება.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია ტექსტში სხვადასხვა ქვეტექსტს კითხულობს. საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს აღნიშნავს და იმ დიალოგს ეხმაურება, რომელიც საარჩევნო სისტემის გარშემო ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს. თუმცა, რეზონანსი და აზრთა სხვადასხვაობა ტექსტის იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტი პროკურატურაზე და სასამართლოზე საუბრობს და მთავრობას მიმართავს.

ხელისუფლებისგან გასხვავებით, ოპოზიცია ტექსტში გამაფრთხილებელ გზავნილებს ხედავს.