ამერიკის საელჩოს განცხადება
შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას, – ამ განცხადებით აშშ-ს საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავს ეხმაურება.
„სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას“, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.