ამერიკის საელჩოსთვის ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიულ, ევროპულ მომავალზე ქართველი ხალხის არჩევანს და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს. შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით. ამერიკა გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია“, – აღნიშნულია განცხადებაში.