ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადება - გამოხმაურება თბილისში
ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებენ. „ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადაზვერვო მასალების პოლიტიზებას და მანიპულაციას, რომელიც მიზნად ისახავდა პრეზიდენტ ტრამპის დელეგიტიმაციას, ვიდრე მისი ინაუგურაცია მოხდებოდა“ – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. ტულსი გაბარდის თქმით, ობამას ადმინისტრაცია ცდილობდა ამერიკელი ხალხის ნების უზურპაციას. გაბარდის განცხადებით, სადაზვერვო მასალები აჩვენებს, რომ 2016 წლის არჩევნების დროს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესი იყო აშშ-ის დემოკრატიული პროცესის მიმართ რწმენისადმი ძირის გამოთხრა და არ აჩვენებდა რაიმე უპირატესობას რომელიმე კანდიდატის მიმართ. ტულსი გაბარდის თქმით, მასალები მიუთითებს, რომ პრეზიდენტი ობამა ხელმძღვანელობდა ამ სადაზვერვო შეფასების შექმნას. თეთრი სახლის პრესსპიკერმა კი აღნიშნა, რომ ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ შეთქმულება მოაწყვეს ტრამპის წინააღმდეგ. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი და თეთრი სახლის პრესსპიკერი ბარაკ ობამას 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებენ – კონკრეტულად რაზე საუბრობენ ტულსი გაბარდი და კეროლაინ ლევიტი.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის განცხადებებს გამოხმაურება მოჰყვა თბილისში.