აშშ-ის ელჩის მოსმენა – შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

15:07, 28.02.2024

პოლიტიკოსები რობინ დანიგანის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ მის მოხსენებას. მათი განმარტებით, მნიშვნელოვანია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა წარადგენს თავის ხედვებსა და აქცენტს სამომავლო ურთიერთობებზე აკეთებს.

მმართველი გუნდის განცხადებით, დიპლომატის მხრიდან დასმული აქცენტები დასტურია პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით. მათივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს სურვილი, რომ მოხდეს უვიზო მიმოსვლა ქვეყნებს შორის, რაც პარტნიორობას კიდევ უფრო განამტკიცებს.

მსგავსი