შეფასებების თემაა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ „დიფ სთეითისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხაროს. ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი ცდილობს ნატოსთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს.
გაბარდის ამ გზავნილებს ეხმაურებიან ქართველი პოლიტიკოსები. მმართველი გუნდის შეფასებით, ე.წ. დიფ სთეითი მაქსიმალურად მუშაობს სამშვიდობო მცდელობებს საწინააღმდეგოდ.