ამერიკელი სენატორების ვიზიტი

საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა. ვიზიტი მომავალ კვირაში შედგება.

„კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად“, – აღნიშნულია შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრისა და პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურებიან.