ენდრიუ ბრანსონი თავისუფალია. იზმირის სასამართლომ ამერიკელ პასტორს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და პატიმრობიდან იმ დღესვე გაათავისუფლა. მოსამართლემ ციხეში და შემდეგ შინაპატიმრობაში გატარებული ორი წელი პატიმრობის ვადაში ჩათვალა და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება სამაგალითო ქცევის გათვალისწინებით მიიღო.
ტერორიზმის ბრალდების დაკავებული ამერიკელი პასტორი რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორ მოკავშირე სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გამწვავების მიზეზი. ახლა კი ექსპერტები მხარეებს შორის ვითარების გაუმჯობესებას პროგნოზირებენ.
არსებობს ვარაუდი, რომ ამერიკელი პასტორის გათავისუფლება ვაშინგტონსა და ანკარას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგია.