ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში

საქართველოს მიმართ რეზოლუციებით გამოხატული მხარდაჭერა, ამერიკელმა კონგრესმენებმა დღეს თბილისში პირადად დააფიქსირეს.

ამერიკელი პოლიტიკოსები ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეცნობიან. ამ მიზნით დღეს მათ ყველა მხარეს მოუსმინეს. მათ შორის ოპოზიციას, რომელმაც კონგრესმენებთან დიალოგის ფორმატი ძირითადად შიდა პოლიტიკური საკითხების განსახილველად გამოიყენა. ერთ-ერთი სასაუბრო თემა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იყო.