ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კონფერენცია

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება.

როგორ შეიძლება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული კავშირების გაღრმავება? საკითხზე ერთდღიანი დისკუსია იმართება ვაშინგტონში.

საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საექსპერტო წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით მსჯელობა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ყოველწლიურ კონფერენციაზე მიმდინარეობს.