ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობა გამწვავდა

ურთიერთობები მწვავდება აშშ-სა და რუსეთს შორის. ჯო ბაიდენის რეზონანსული განცხადების შემდეგ, სადაც თეთრი სახლის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს მკვლელი და უსულო უწოდა, მოსკოვმა ვაშინგტონიდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია, მწვავე იყო პუტინის საპასუხო განცხადებებიც. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა რუსეთი უკვე გააფრთხილა, რომ

ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა ძვირი დაუჯდება. ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო მოსკოვის წინააღმდეგ დღეიდან ვაშინგტონმა საექსპორტო შეზღუდვები გააფართოვა. მომავალ კვირას კი ვლადიმირ პუტინის გარემოცვის მიმართ სანქციების დაწესებაა მოსალოდნელი. შეზღუდვები ამერიკის დაზვერვის ახალ ანგარიშს უკავშირდება.

დატოვე კომენტარი