ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები და საქართველო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ნატო-რუსეთის კომისიის ფარგლებში მიმდინარე განხილვებზე, საქართველოს პარტნიორების პოზიცია ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე იქნება უცვლელი.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ქართულ მხარეს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ჰქონდა ინტენსიური კომუნიკაცია. მინისტრის განცხადებით, დასავლეთმა რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მკაფიოდ განუმარტა, რომ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსების არჩევანი არის იმ ქვეყნის გადასაწყვეტი, რომელსაც სურს ნატო-ში გაწევრიანება.