ალოობის სეზონი კახეთში

21:30, 25.07.2026

ალოობის სეზონზე უხვი ნალექის მიუხედავად, კახეთში ხორბალი თითქმის დააბინავეს. ფერმერები მოსავლით კმაყოფილები არიან, თუმცა, წუხან იმის გამო, რომ მარცვლეულის ფასი ჯერჯერობით დაბალია. საქართველოში წარმოებული ხორბლის 80% სწორედ კახეთში მოდის, ხორბლის აღების სეზონი კი დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება.

„ალოობა 2026“ –  დედოფლისწყაროში ტრადიციული ფესტივალიც გაიმართა, სადაც სტუმრებს შემეცნებითი გამოფენებითა და ადგილობრივი ნაწარმით უმასპინძლეს.

მსგავსი