ალოობა კახეთში

კახეთში ალოობა დაიწყო.

ხორბლის და ქერის მოსავლის აღების პროცესში არაერთი პრობლემა გამოიკვეთა. გამოწვევაა კომბაინების არასაკმარისი რაოდენობა, რის გამოც მცირე ფერმერები მარცვლეულის მოსავლის შემცირებას ვარაუდობენ. ადგილობრივები ხანძრის პრევენციისთვის კომბაინებზე ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებას და ხნულების გასავლებად შესაბამისი ტექნიკის დამატებას ითხოვენ. ალოობის დაწყებიდან დღემდე შირაქის ველი უკვე რამდენჯერმე გახდა ხანძრის კერა.