ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლი

18:41, 20.01.2026

ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, 2025 წელს, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 360-მდე ღვინის კომპანია შეამოწმა. ამასთან, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 279 დეგუსტაცია. სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირდა. სააგენტოში განმარტავენ, რომ 2026 წელს ხარისხის კონტროლი უფრო აქტიურად გაგრძელდება, რათა ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

მსგავსი