ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები რუსეთში

რუსმა სამართალდამცველებმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 1 000-ზე მეტი ადამიანი მხოლოდ მოსკოვშია დაკავებული. რუსეთის 60-ზე მეტ ქალაქში 90-მდე საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები საპატიმროდან ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდნენ. რუსეთის დედაქალაქში დაკავებები მიუხედავად საპროტესტო აქცია საღამომდე გაგრძელდა. დემონსტრანტები ასევე შეიკრიბნენ მაღალი უსაფრთხოების საპატიმროსთან, სადაც ოპოზიციის ლიდერია დაკავებული, თუმცა პოლიციამ აქცია ძალისმიერი მეთოდებით დაშალა. საპროტესტო აქცია ჩატარდა იაკუტიაშიც, სადაც ტემპერატურა მინუს 50 გრადუსს აღწევს.

დატოვე კომენტარი