დღეს, 18 მაისს საქართველოს ეროვნულ გალერეაში ცნობილი აფხაზი გრაფიკოსისა და ფერმწერის, ალექსანდრე შარვაშიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნება. გამოფენის გახსნამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად, აფხაზეთის მთავრობაში, ალექსანდრე შარვაშიძის შთამომავლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ალექსანდრე შარვაშიძის პიროვნების მნიშვნელობასა და მის შემოქმედებას, როგორც ქართულ-აფხაზური საერთო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს.