ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა, შემოდგომაზე დაიწყოს. ამის შესახებ ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. „მთავარი არის ის, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს. მცირე შანსია, სამშვიდობო მოლაპარაკებები სექტემბერში ჩატარდეს, მაგრამ ბევრი გვეუბნება, რომ ვითარება შემოდგომაზე შეიცვლება და დავიწყებთ მოლაპარაკებების მაგიდასთან საუბარს. შეგახსენებთ, მანამდე ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა, სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი ითამაშოს, თუ ამას კიევი და მოსკოვი საჭიროდ ჩათვლიან.