ამ წუთებში ალეკო ელისაშვილს დიღმის იზოლატორში ბრალს აცნობენ. ადგილზე იმყოფება მისი უფლებადამცველიც, რომელსაც საქმის მასალები უკვე გადაეცა. ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, სასამართლო ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
რა შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს დაცვის მხარე პროცესზე და რით ხსნის ალეკო ელისაშვილი საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობას? – მაკა ლაშხიას ჩართვა თემის დეტალებით #მოამბე