ალეკო ელისაშვილის განცხადება - გამოხმაურებები

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი, რუსული სპეცოპერაცია იყო“. ამის შესახებ ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ ვერ მოახერხა ამომრჩევლის დარწმუნება და რიგი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა. როგორც ელისაშვილმა თქვა, არჩევნების ბოიკოტის იდეა მიზანმიმართულად იყო „შემოგდებული“. შეცდომა იყო არჩევნებზე არ მისვლა. შეცდომა იყო ორი თვის წინ დაანონსებული რევოლუცია. ალეკო ელისაშვილის განცხადებას უკვე მოყვა პოლიტიკური გამოხმაურებები. განცხადება შეაფასა პრემიერმაც.