ალეკო ელისაშვილი დააკავეს

ალეკო ელისაშვილი ჩადენილ ქმედებას ადასტურებს – ამის შესახებ მედიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატმა დიღმის იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა. უფლებადამცველის განმარტებით, ოპოზიციონერი ლიდერის მხრიდან ეს იყო გააზრებული პროტესტის ფორმა და იმის გამოხატვის საშუალება, რომ სასამართლო უსამართლოა.

გიორგი რეხვიაშვილის განცხადებითვე, ელისაშვილმა აღნიშნული ქმედების ჩასადენად მიზანმიმართულად შეარჩია უქმე დღის დილის საათები, რათა მისივე თქმით, არავინ დაზიანებულიყო.

კიდევ რას ამბობს ადვოკატი და როგორი მოლოდინები აქვს დაცვის მხარეს საქმის წარმართვასთან დაკავშირებით? – ხატია ჯამალაშვილი გვიერთდება დეტალებით.