საქართველო-ალბანეთის მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება. გულშემატკივრებისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილია სპეციალური სივრცე. დამონტაჟებულია დიდი მონიტორი. ადგილზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა და ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობა. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მატჩის ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ეროვნულმა ნაკრებმა უკვე ჩაატარა მატჩისწინა ვარჯიში.
გენო ოსიყმაშვილი გვიერთდება თემით.