ალბანეთი-საქართველო - პირველ არხზე

საქართველო-ალბანეთის შეხვედრა თბილისის დროით 22: 45 საათზე დაიწყება. ეროვნული ნაკრები რამდენიმე წუთში ბოლო ვარჯიშს დაიწყებს. შეხვედრა ტირანაში გაიმართება და მატჩის ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ორივე გუნდმა ერთა ლიგის ახალი გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 მოუგო. ალბანეთმა კი უკრაინა 2-1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხეს.