ალაზნის სარწყავ არხში 11 წლის ბავშვი დაიხრჩო

18:20, 12.08.2019

თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში, ალაზნის სარწყავ არხში 11 წლის ბავშვი დაიხრჩო.

ვარდისუბანში მცხოვრები ბიჭი სავარაუდოდ, უფროს ძმასთან ერთად, ალაზნის სარწყავ არხზე საბანაოდ იმყოფებოდა და ბანაობისას დინებამ წაიღო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი