ახმეტის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშვო ბაღი დაჯარიმდა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშვო ბაღი სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო 1200 ლარით დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ახმეტის მეოთხე, ყვარელწყალის, დუმასტურისა და ხორხელის საბავშვი ბაღების სამზარეულოებში არსებული არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა დაფიქსირდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვევების განმეორებით გამოვლენის გამო დროებით დაიკეტა ხორხელისა და აწყურის საბავშვო ბაღები. მათ მდგომარეობის გამოსასწორებლად ვადა მაისამდე განესაზღვრათ.