კახეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა.
ცოტა ხნის წინ მოსულმა სეტყვამ სოფლები: მატაანი, საკობიანო, დუისი და ომალო დააზარალა.
დაისეტყვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები. დაიტბორა საუბნო გზები, სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა. გზებზე ქვა-ღორღიც დაგროვდა.
ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეცნობიან.