კრწანისის სასწავლო ცენტრში 9 მარტს, ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს სასამართლო. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, საქალაქო სასამართლოში ვაკო ორმოცაძე მუშაობს და ის ახლა სხდომის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრებს – თუ არის ცნობილი, როგორია დაკავებულების პოზიცია და რას აცხადებს მათი უფლებადამცველი.